Thursday, June 11, 2020

 
                        პანდემია და ახალი გამოწვევები


  პანდემიის პერიოდში, თითეული მოქალაქე ვალდებული იყო ვირუსის პრევენციის მიზნით  დარჩენილიყო სახლში, თუმცა თვითიზოლაცია  ბევრი ქალისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან მოძალადის პირისპირ უწევდათ ყოფნა. სტატისტიკის მიხედვით ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებმა აპრილის მეორე ნახევარში 13%-ით მოიმატა.

 საქართველოში  პანდემიის პირველი ორი თვის მანძილზე,  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა არ გაზრდილა, რაც იმას მიუთითებდა, რომ  ქალები ვერ  ახერხებდნენ  შეტყობინებას. რის გამოც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა  შსს-ს მიმართეს. 



"ჩვენთან არ იყო ცვლილება რაც ნიშნავდა იმას, რომ ქალები ვერ აკეთებდნენ შეტყობინებას და ამიტომ მივმართეთ შსს-ს,  რომ დაენერგათ განსხვავებული მექანიზმი შეტყობინების. იმ შემთხვევაში თუ ტელეფონზე ვერ რეკავდნენ, შეტყობინების შესაძლებლობა მიეცათ".-განაცხადა ანა თავხელიძემ,  ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტმა.

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის აპლიკაციის შესახებ. აპრილის შუა რიცხვებში მოსახლეობას უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას დახმარების თაობაზე. შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო უფროსის გოგა ხატიაშვილის თქმით, 112-ის აპლიკაციას აქვს ჩუმი განგაშის ღილაკი, რითაც შესაძლებელია პოლიციას მიმართო ისე, რომ მოძალადემ ვერ გაიგოს.


 
 სტატისტიკამ აჩვენა, რომ აპრილის მეორე ნახევარში  გაზრდილი იყო მობილური აპლიკაციის გამოყენების და აპლიკაციის მობილურში ჩამოტვირთვის რაოდენობა, ასევე შსს-ს სტატისტიკის მიხედვით აპრილის მეორე ნახევარში, აპრილის პირველ ნახევართან შედარებით  13%-ით იყო გაზრდილი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა.



  შსს-ს სტატიტიკა, შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, 2020წ.


შემაკავებელი ორდერი- არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. 





საგანმანათლებლო-ინსტრუქციული ნაწილი


  საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილს  უჭირს ძალადობის ფორმების გარჩევა, სწორედ ამიტომ  რეგიონებში თითქმის ყოველწლიურად ტარდება  სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებები, რომლის მიზანს  საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წამოადგენს.  ამ საკითხის გადასაჭრელად ჩატარებულმა  ტრენინგმა მსენელებში  88%იანი  გაუმჯობესებული შედეგი აჩვენა. 

 იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ 2017 წლის პირველი მაისიდან 15 ნოემბრის ჩათვლით ჩატარებული  ტრენინგის მიზანი იყო, მოქალაქეებს შესძლებოდათ გაერკვიათ, ზოგადად რა არის ძალადობა, როგორი შეიძლება იყოს იგი, რა ფორმები არსებობს, როგორი არის ციკლი ძალადობის  და შეძლებოდათ უკეთ დაეცვათ საკუთარი უფლებები. ტრენინგის ფარგლებში  საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ძალდობის კონკრეტულ ფორმას არ მიიჩნევდა ძალადობად, კერძოდ ფსიქოლოგიურ ძალდობას ვერ აღიქვამენ ძალადობის ფორმად.


  "დიდი ნაწილი ფსიქოლოგიური ძალადობას არ მიიჩნევდა ძალადობის ფორმად.  ძალადობად მხოლოდ ცემას განიხილავდნენ,  მაგრამ გააზრებისა და დაფიქრების შემდეგ ხვდებოდნენ, რომ  რეალურად ეს ისეთი ფორმებია, რომელსაც  ყოველდღიურობის მანძილზე  ვხვდებით."-განაცხადა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერმა

 ტრენინგის ფარგლებში მათი განწყობის გამოვლენა  სხვადასხვა ქეისის მეშვეობით ხდებოდა.  იყო ისეთი შემთხვევბი როდესაც, ძალადობა უბრალო გაბრაზებად მიაჩნდათ, არ ჰქონდათ ნაფიქრი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ძალადობა. 


ერთ-ერთი ქეისის მაგალითი: "ქმარი მიდის სახლში დაღლილი ცოლი ჰყავს დიასახლისი და ცოლი არ ახვედრებს ვახშამს. ამის გამო ქმარი ბრაზდება, იწყებს ყვირილს, ჩხუბს და ისვრის ნივთებს და ამ ქალს ხვდება პირობითად საფერფლე და ზიანდება.




"იყო სხვადასხვა განწყობები,  ასაკიან ქალბატონებს არ მიაჩნდათ ძალადობად თუ ცოლია და თუ სახლში ზის გაეკეთებინა სადილი, ეს უბრალოდ გაბრაზებაა და არა ძალადობა, მაგრამ ახალგაზრდა ასაკის ადამიანები სკოლის მოსწავლეები ან სტუდენტები უფრო რეალურად უყურებდნენ ამ შემთხვევას და უფრო საღად მსჯელობდნენ".-ანა ვაშალომიძე, იუსტიციის სასწავლო ცენრის ტრენერი.



შსს სტატისტიკა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა 2020 წ. 

 
საზოგადოების ნაწილი ფსიქოლოგიური ძალადობას  არ მიიჩნევს ძალადობის ფორმად, თუმცა შსს-ს სტატისტიკის მიხედვით ფსიქოლოგიური ძალდობის შემთხვევები ყოველთვის აღემატება ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს. 

 ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; 

ფსიქოლოგიური ძალადობა შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

 
    





ვოქსპოპი 

გამოკითხვის ჩატარების მთავარი მიზანი იყო  გაგვეგო საზოგადოების აზრი ძალადობაზე, მის ფორმებზე და პრევენციაზე. 





 112-ის აპლიკაციის ინსტრუქცია,
"pizza call"-ის ქართული ვარიანტი

 საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შეუძლია ჩამოტვირთოს და ისარგებლოს 112-ის მობილური აპლიკაციით, რომლის  მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს. 112-ის აპლიკაციას აქვს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112-ში" (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“). აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე. 

"Pizza call"-ის ქართული ვარიანტის შექმნის მთავარი მიზანი არის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის დროს კოდური სიტყვის გამოყენება.








სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის გადადგმული ნაბიჯები:

 2006 წელს ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ძალადობის მსხვერპლთა კანონიერ დაცვასა და მოძალადეთა იზოლირება/დასჯას. 
 2010 წელს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის მიღება;
2013 წელს შეიქმნა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში თანაშემწის პოსტი
საქართველომ 2014 წლის 19 ივნისს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (სტამბოლის კონვენცია).
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ერთ-ერთ ვალდებულებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. 
2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება, რომელიც მოიცავს სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვას. 

2017 წელს განხორციელებული ცვლილება, რომლის შესაბამისად, კონსტიტუციას დაემატა ჩანაწერი,რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის.

  2019 წელს, საქართველო პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა, მოძალადის ქცევის შეცვლაზე ოპრიენტირებული კურსის კანონპროექტი. კანონპროექტის თანახმად, ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებულ შეტყობინებაზე, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით, მოახდენს ძალადობის  განმეორების რისკების შეფასებას და რისკის სიმძიმის მიხედვით მიიღებს.

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, კანონში შეიცვალა კანონის მოქმედების სფერო და იგი მოიცავს არამარტო ოჯახის ფარგლებს, არამედ, ზოგადად, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობას. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობა განიმარტება, როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა ის ქმედება, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ზიანის ან ტანჯვის მიყენება, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. გაუქმდა შემაკავებელი ორდერის ძალაში შესვლისთვის 24 საათში სასამართლოში წარდგენის ვალდებულება. 2022 წლიდან ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უფლებამოსილი იქნება კანონით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, მიყენებული ზიანის სანაცვლოდ მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსაგან.



 ძალადობასთან დაკავშირებით  კანონების  სია:







ქალთა  უფლებების დამცველი ორგანიზაციების  სია:

თბილისში:


რეგიონებში:




უფასო იურიდიული მომსახურეობისათვის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეუძლია მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 13 ბიურო და 10 საკონსულტაციო ცენტრი აქვს. ასევე, დარეკოს ცხელი ხაზზე 292 00 55 

თუ თქვენ გახდით ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ძალადობის თაობაზე, გთხოვთ მიმაროთ 112-ს, ან გამოიყენოთ 112-ის აპლიკაცია, რომელსაც აქვს ჩუმი ზარის ღილაკი.
















No comments:

Post a Comment

                           პანდემია და ახალი გამოწვევები   პანდემიის პერიოდში, თითეული მოქალაქე ვალდებული იყო ვირუსის პრევენციის მიზნით  დარ...